პრესის გამავრცელებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრესის გამავრცელებელი
მომწოდებელი: მერკური
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 31 ოქტ
პრესის გამავრცელებელი სააგენტო "მერკური" აცხადებს ვაკანსიას პრესის გამნაწილებლის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** ცვლის უფროსის მიერ რაოდენობრივად დაზუსტებული პროდუქციის განაწილება ობიექტებისთვის გამოყოფილ უჯრებში შესაბამისი ცხრილის მიხედვით;
** განაწილების პროცესში აღმოჩენილი ზედმეტობა-დანაკლისის შესახებ ცვლის უფროსის დაუყოვნებლივ ინფორმირება;
** განაწილებული პროდუქციის ჩალაგება ობიექტებისათვის განკუთვნილ ჩანთებში;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია პრესასთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული ენის კითხვის დონეზე ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: ღამის 12 საათიდან დილის 8 საათამდე (კვირაში 3-ჯერ, თუმცა შესაძლებელია ინდივიდუალური შეთანხმება)
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გოთუას ქ. #3

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, დარეკეთ ნომერზე: 577 03 07 98 ან გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე vacancy@mercuri.ge 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე