ავტოპარკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ავტოპარკის მენეჯერი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 4 ნოე
კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი;
** მანქანების მოძრაობის კოორდინირება;
** საწვავის ხარჯის აღწერა;
** დაქვემდებარებული პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა- მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ტრანსპორტთან დაკავშირებული კანონებისა და რეგულაციების ცოდნა;
** მართვის მოწმობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვის და შესრულების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@qebuli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე