ცენტრალიზებული ბექ ოფისის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ცენტრალიზებული ბექ ოფისის თანამშრომელი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 23 ოქტ
სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას ცენტრალიზებული ბექ ოფისის თანამშრომლის თანამდებობაზე (დროებითი, 2-10 თვე).

ვაკანსიის კოდი: VC2110
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო
კატეგორია: სხვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: დამწყები

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება.
** განათლება: სტუდენტი; ბაკალავრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** ინგლისური - კარგი
** რუსული - კარგი.

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** დეტალებზე ფოკუსირება
** გუნდურად მუშაობის უნარი
** სისხარტე
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
** პრობლემების მოგვარების უნარი
** დროის მართვა
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** პუნქტუალურობა.

სამუშაოს აღწერა:

** ბანკის ოპერაციულ დღეში კლიენტების რეგისტრაცია, მონაცემების სრულყოფა;
** ინტერნეტ ბანკინგში კლიენტების რეგისტრაცია/დეაქტივაცია და მონიტორინგი;
** დისტანციური არხებიდან და გაყიდვების განყოფილებიდან შემოსული კლიენტების განაცხადების რეგისტრაცია საბანკო პროდუქტებზე;
** სთენდინგ ორდერის და ავტომატური კომუნალური გადარიცხვების მოდულებში დავალებების რეგისტრაცია ან/და ცვლილებების შეტანა;
** კლიენტებთან დაკავშირება და ბარათების, პინ-კოდების, სატელეფონო კოდების მიწოდების შესახებ ვიზიტის დროის შეთანხმება, საბუთების ფორმირება და გაგზავნა;
** ფილიალიდან, ბანკი კლიენტით/ინტერნეტ ბანკის სისტემით კლიენტის მიერ შესრულებული სავალუტო/სალარე გადარიცხვების დამუშავება/ავტორიზაცია;
** ინტერნეტ ბანკის და ბანკი კლიენტის სისტემის ტექსტური შეტყობინებით კლიენტებთან უკუკავშირის განხორციელება, ტრანზაქციის შესრულება ან/და სწორად გადამისამართება;
** სასამართლო ბრძანებების რეაგირება/დამუშავება; ინკასო/ყადაღების მიღება, რეგისტრაცია და დამუშავება;
** სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან საბანკო დოკუმენტების მოთხოვნისას არქივიდან საბუთების გამოთხოვა/ამოღება;
** სავაჭრო ობიქტებში კლიენტების მხრიდან მოთხოვნილი განვადებების განაცხადების განხილვა/დამტკიცება.
** ბანკის მიერ კლიენტებზე გაცემული სესხების ჩამოჭრა, უზრონველყოფის მოხსნა, ჯარიმის კორექტირება, საკრედიტო ლიმიტების ცვლილება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/2110

რეზიუმეების განხილვის შედეგად, გასაუბრებაზე მოწვევა მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე