კომპანიის წარმომადგენელი/პრომო აგენტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კომპანიის წარმომადგენელი/პრომო აგენტი - ბათუმი
მომწოდებელი: ლეთრე
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 3 ნოე
კომპანია "ლეთრე" რომელიც ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვებით (ცნობილია მილდიანის ალკოჰოლური სასმელების სახელწოდებით) აცხადებს ვაკანსიას კომპანიის წარმომადგენლის (პრომო აგენტის) პოზიციაზე ქალაქ ბათუმში (სტაბილური სამუშაოსთვის).

ფუნქცია, მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის წარდგენა პოტენციური მომხმარებლისათვის
** ინფორმაციის მიწოდება კომპანიისა და მისი პროდუქტების შესახებ.
** სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და მასში მონაწილეობის მიღება.

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება საშუალო, არასრული საშუალო, ბაკალავრის ხარისხი.
** მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია)
** ქართული და რუსული ენის გამართულად საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (სასურველია თურქული და ინგლისური ენების ფლობა)

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** პრეზენტაბელურობა
** პუნქტუალურობა
** შედეგებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი(საშუალო დღიური ანაზღაურება 20-35 ლარი)
გრაფიკი: 14:00- 22:00 საათის ჩათვლით.
შესვენება: 30 წუთი.
დასვენების დღე; კვირა

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ავტობიოდრაფია (CV) ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე corporate@proconsulting.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 3 ნოემბერი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე