აკადემიური თანამდებობები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: თავისუფალი უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 10 ნოე
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას აკადემიური პოზიციის დასაკავებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 6 წლის.
** აკადემიური თანამდებობები შეიძლება დაკავებულ იქნეს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

კონკურსი ცხადდება შემდეგი მიმართულებით: ჩინური ენა (1 ვაკანსია - პროფესორი)

განცხადებების მიღება იწარმოებს 2017 წლის 6 ნოემბრიდან - 2017 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით.

განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:

** ბიოგრაფია (CV);
** სამოტივაციო წერილი (1 გვერდი);
** შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პროექტი;
** ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
** პუბლიკაციების ჩამონათვალი;
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

დოკუმენტაციის მიიღება ხდება ელექტრონულად, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე და შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი - https://form.jotform.me/72741801618456

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება/საჩვენებელი ლექცია.

კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება 2017 წლის 13 ნოემბრიდან - 2017 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო გასაუბრება/ საჩვენებელი ლექცია საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2017 წლის 17 ნოემბრიდან - 2017 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით.

შრომის ანაზღაურება და შრომის სხვა პირობები განისაზღვრება შერჩეულ პირთან შეთანხმების საფუძველზე. აკადემიურ პოზიციაზე არჩევა ხდება 3 წლის ვადით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: 0159, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 240, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი
ვებ-გვერდი: http://www.freeuni.edu.ge
ელ.მისამართი: Vacancy@freeuni.edu.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე