ოლიმპიადის ორგანიზატორი/სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოლიმპიადის ორგანიზატორი/სტაჟიორი
მომწოდებელი: თავისუფალი ოლიმპიადა
გამოქვეყნდა: 3 ოქტ / ბოლო ვადა: 3 ნოე
"თავისუფალი ოლიმპიადა" აცხადებს არა ანაზღაურებად სტაჟირებას ოლიმპიადის ორგანიზატორის პოზიციაზე, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით.

სამუშაო განაკვეთი: არასრული/შეთავსებით.

ოლიმპიადა გეგმავს სერვისის გატანას საქართველოს ფარგლებს გარეთ რამდენიმე ქვეყანაში. საუკეთესო კადრები დასაქმდებიან ჩვენს გუნდში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ოლიმპიადის პირველი სეზონის დასრულების შემდეგ ყველა სტაჟიორს გადაეცემა სერტიფიკატი. საუკეთესო კადრები კი დამატებით მიიღებენ რეკომენდაციას.

"თავისუფალი ოლიმპიადის" მიზანია გახდეს უპირობო ლიდერი ქართულ საოლიმპიადე სივრცეში, გამოირჩეოდეს უმაღლესი ხარისხის ორგანიზებით, საინტერესო ტესტებითა და პრიზებით. ოლიმპიადის მიზანია ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს თავისუფალ აზროვნებაზე დაფუძნებული ღირებულებები, რათა შეძლონ ადაპტირება ნებისმიერ გარემოში, მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოქმედებითად მიუდგნენ გამოწვევებს, რომელსაც სთავაზობს თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი სამყარო.

"თავისუფალი ოლიმპიადა" ორიენტირებულია, შეუცვალოს ბავშვებს ხედვა სწავლის პროცესისადმი, გვსურს შემეცნება მიიღონ როგორც გამოწვევა: განათლება სპორტია, ამ ხედვით გაუხალისოს ბავშვებს სასწავლო პროცესი.

ამ ეტაპზე ოლიმპიადა ტარდება III-XII კლასის მოსწავლეებისათვის, ქ. თბილისში, სამ საგანში:

** ქართული
** ინგლისური
** მათემატიკა.

მოთხოვნები:

** საშუალო განათლება ან ნებისმიერი კურსის სტუდენტი;
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და ქართულ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office and E-mail);
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

ფუნქცია/მოვალეობები:

** ოლიმპიადის ჩატარებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა (სკოლებში პრეზენტაცია, Facebook ივენთები თუ ნებისმიერი სხვა ივენთი);
** სპონსორებთან/პარტნიორებთან ურთიერთობაში ჩართულობა;
** ორგანიზაციულ საკითხებში აქტიური ჩართულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ СV (ფოტოსურათით) შემდეგ ელ-ფოსტაზე: znavr4@gmail.com და საგანში "(subject)" აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.Friad.ge | https://www.facebook.com/pg/Friad.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე