უფროსი .Net დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უფროსი .Net დეველოპერი
მომწოდებელი: Asseco Georgia
გამოქვეყნდა: 7 ოქტ / განახლდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 3 დეკ
საერთაშორისო IT კომპანია "ASSECO" ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან შემოვიდა "ასსეკო საქართველოს" სახელით და ლიდერი პოზიცია დაიკავა როგორც პროგრამული გადაწყვეტილებების, ისე IT ინფრასტრუქტურის მიმართულებებით საშუალო და დიდი ორგანიზაციებისთვის. ასსეკოს მასშტაბური და კომპლექსური პროექტების განხორციელების უდიდესი გამოცდილება აქვს საფინანსო, განათლების, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციისა და სხვ. სფეროებში. ასსეკოს მონაწილეობით განხორციელდა აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის სახელმწიფო სერვისების ავტომატიზაცია და ელექტრონული მომსახურების დანერგვა.

ასსეკო ამჟამად 30 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ჩვენთან 21 000 - ზე მეტი პროფესიონალია დასაქმებული. ასსეკოსთვის ძლიერი გუნდის შექმნა არის უმთავრესი მიზანი.
ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლის პროფესიულ განვითარებაზე, ვუზრუნველყოფთ გრძელვადიან სამუშაო სტაბილურობას, ვფიქრობთ თანამშრომლის ჯანმრთელობასა და პირად კომფორტზე, ვუქმნით კარგ სამუშაო ატმოსფეროსა და გუნდურ გარემოს.

გაიგეთ მეტი თქვენს კარიერაზე ასსეკოში https://asseco.co/en/career/

პოზიცია: უფროსი .Net დეველოპერი

ძირითადი მოვალეობები:

** პროგრამის არქიტექტურის აგება;
** პროგრამულ პროდუქტზე მუშაობის კოორდინაცია;
** პროგრამული კოდის შექმნა;
** დამწყებ პროგრამისტებზე დავალებების განაწილება და მათი კოორდინაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია განათლება ტექნიკური/პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით;
** ბიზნეს/ტექნიკური ინგლისური ენის ცოდნა.
** აუცილებელია მოცემული პროგრამული ენების/მიდგომების ცოდნა: OOP, .NET, C#, ASP.NET, SQL, HTML, JavaScript, MVC,
** Web API, SOA, Angular 2, Typescript-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** საინტერესო და ახალი გამოწვევებით აღსავსე სამუშაოს
** კვალიფიცირებულ გუნდთან მუშაობას
** საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას (სხვადასხვა ქვეყნიდან დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად)
** მუდმივ განვითარებას
** შერჩეული ტრენინგების დაფინანსებას
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** საბონუსე სისტემას
** სადაზღვევო პაკეტს

თუ გაქვთ სურვილი, რომ შემოუერთდეთ პროფესიონალთა გუნდს, მიიღოთ დიდი გამოწვევები და იმუშავოთ საინტერესო ტექნოლოგიურ გარემოში, გაეცანით ვაკანსიის დეტალებს და შეავსეთ ელექტრონული მარტივი სააპლიკაციო ფორმა (რეზიუმეს/CV გამოგზავნა არ არის სავალდებულო) შემდეგ ბმულზე: https://asseco.co/en/career.com
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 3 დეკემბერი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე