არქიტექტორ-დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: არქიტექტორ-დიზაინერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 3 ოქტ / ბოლო ვადა: 1 ნოე
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 ათასზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 42 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს არქიტექტორ-დიზაინერის ვაკანტურ პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ახალი და არსებული კომერციული ობიექტების შესწავლა: ინტერიერისა და ექსტერიერის ფოტო გადაღება; ინტერიერისა და ექსტერიერის აზომვა;
** ახალი და არსებული კომერციული ობიექტების ნახაზების მომზადება ელექტრონული ფორმატით.
** ობიექტზე არსებული ინვენტარების აზომვა და ელექტრონულ ნახაზზე გადატანა;
** ობიექტის არქიტექტურული მხარის მომზადება (გეგმარება, კონსტრუქციული ნახაზები);
** ობიექტის 3D ვიზუალური ესკიზებისა და ფოტო მონტაჟის მომზადება;
** საამქროებისთვის დასამზადებელი ინტერიერის ნახაზების მომზადება;

მოთხოვნები:

** კომპიუტერული უნარები: ArchiCAD, AutoCAD, Photoshop, 3D`s Max, PowerPoint, Microsoft Word, Microsoft Excel;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოკლე ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** დისციპლინირებულობა.

კომპანია თავის თანამშრომლებს სთავაზობს კონკურენტულ სარგებლის პაკეტს, საინტერესო და დინამიურ სამუშაო გარემოს და განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com არა უგვიანეს 2017 წლის 1 ნოემბრისა. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "არქიტექტორ-დიზაინერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე