პროექტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია
გამოქვეყნდა: 3 ოქტ / ბოლო ვადა: 4 ნოე
სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას პროექტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კატეგორია: ტექნიკური
ადგილების რაოდენობა: 1

პოზიციის ძირითადი ამოცანები:

** პროექტის მართვა;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** პროექტის პერსონალის მართვა და დავალებების მიცემა;
** პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;
** სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** საქმიანობის ანგარიშის მომზადება და კონტროლი;
** სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი; ყოველდღიური მეთვალყურეობა, ქვე-კონტრაქტორების და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ზედამხედველობა;
** გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება;
** პროექტში დაინტერესებულ პირებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** სამუშაოების და მასალების სპეციფიკაციებთან შესაბამისობის დადგენა/დადასტურება;
** მასალების ფასის შეთანხმება, და ხარჯთ-ეფექტური გადაწყვეტილების მიღება პროექტის ბიუჯეტთან შესაბამისობაში;
** საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ინტერპრეტაცია;
** სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა;
** საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

საგანმანათლებო და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სამშენებლო სფეროში);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ენების ცოდნა: ქართული - (მშობლიური)
** ინგლისური - (წერილობითი, ზეპირი)
** რუსული - (წერილობითი, ზეპირი)

აუცილებელი უნარები:

** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიზის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** შემჭიდროვებულ ვადებში სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, CV (Curriculum Vitae) და სამოტივაციო წერილი გადმოაგზავნეთ სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gogc.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენს მიერ გამოგზავნილი აპლიკაციის ფორმა) 2017 წლის 4 ოქტომბრიდან 2017 წლის 4 ნოემბრამდე .

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობებათ 2017 წლის 20 ნოემბრამდე.

შენიშვნა:

დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. გთხოვთ არ შემოიტანოთ აპლიკაცია, თუ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ საკვალიფიკაციო და საგანმანათლებო მოთხოვნებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე