უფასო ტრენინგი - წარმატებული გასაუბრება - ბათუმი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უფასო ტრენინგი - წარმატებული გასაუბრება - ბათუმი
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 3 ოქტ / ბოლო ვადა: 28 ოქტ
საერთაშორისო ორგანიზაცია "ევროპის აკადემიური ცენტრი" - ბათუმში გთავაზობთ ტრენინგს "წარმატებული გასაუბრება".

ტრენინგის განმავლობაში განსახილველი საკითხები:

** როგორ შევადგინოთ რეზიუმე (CV)?
** როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი?
** როგორი უნდა იყოს წარმატებული გასაუბრება?

ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ მასალას ასევე პრაქტიკულ სამუშაოს. მსმენელები ისწავლიან თუ როგორ შეადგინონ რეზიუმე სწორად, როგორ დაწერონ სამოტივაციო წერილი და როგორ უნდა მოიქცნენ გასაუბრებაზე რომ მაქსიმალურად წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები.

ტრენინგის მიზანია, მსმენელები მოამზადოს გასაუბრებისთვის რათა სამსახურის ძიების პროცესში მსმენელი იყოს კონკურენტუნარიანი, პრეზენტაბელური და მაქსიმალურად მომზადებული. ტრენინგის მიმდინარეობისას მსმენელები გაეცნობიან ყველა იმ თანამედროვე ტენდენციას, რომელიც უნდა გაითვალისწინონ სამსახურის ძებნის პროცესში.

ტრენინგის ჩატარების თარიღი: 28 ოქტომბერი
ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 საათი
ტრენინგი არის უფასო!

ბათუმის ევროპულ ცენტრში თქვენ მიიღებთ:

** ტრენინგისთვის საჭირო ყველა მასალას
** საჭირო და დაუვიწყარ ტრენინგს
** შეიძენთ ახალ მეგობრებს
** ყავის შესვენებას
** მიიღებთ საერთაშორისო ორგანიზაცია "ევროპის აკადემიური ცენტრის" სერტიფიკატს!

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშრდით:

ტრენინგი ჩატარდება ბათუმის ევროპულ ცენტრში: ჯავახიშვილის 3ა (სართული 1), დასაწყისი 12 საათი
ტელ.: (+995 422) 293 293; (+995) 592 70 00 66

#ბათუმის_ევროპული_ცენტრი
#ტრენინგი
#წარმატებული_გასაუბრება
http://www.pdcgeo.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე