აგრონომი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აგრონომი
მომწოდებელი: ჯორჯიაზ ნეიჩერლ
გამოქვეყნდა: 3 ოქტ / ბოლო ვადა: 29 ოქტ
შპს "ჯორჯიაზ ნეიჩერლ" აცხადებს ვაკანსიას აგრონომის თანამდებობაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, აგრარული მეცნიერებების მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მცენარეების მოვლა-გაშენების მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისურ ენაზე გამართულად მეტყველება და წერა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

ხეხილის ბაღებში ჩასატარებელი აგროტექნიკური ღონისძიებების უზრუნველყოფა:

** ხეხილის გასხვლა;
** მიწის განოყიერება;
** სარწყავი სისტემების ექსპლუატაცია;
** მცენარეთა დაცვა;
** დაუტვირთავი ტერიტორიების ახალი ნერგებით დატვირთვა;
** მოსავლის აღება;
** პროცესების დოკუმენტირება და აღრიცხვა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების და დამახსოვრების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული.

კანდიდატებმა CV ფოტოსურათით უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: aromavacancy@gmail.com და ველში მიუთითონ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 29 ოქტომბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე