სტაჟირების პროგრამა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირების პროგრამა
მომწოდებელი: ნიუსრუმი
გამოქვეყნდა: 3 ოქტ / ბოლო ვადა: 24 ოქტ
"პალიტრა ჯგუფის" -ს წევრი კომპანია "ნიუსრუმი" აცხადებს სტაჟირების პროგრამას ქ. თბილისში.

"ნიუსრუმი" არის მულტიმედია ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ისეთ სანდო და პოპულარულ ვებპორტალებს, როგორიც არის: ambebi.ge, ipn.ge, palitravideo.ge, bpn.ge, kvirispalitra.ge, sportall.ge და სხვა. ინტეგრირებული ნიუსრუმის გამართულ და ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს პროფესიონალ ჟურნალისტთა და რედაქტორთა გუნდი.

კონკურსის საფუძველზე შერჩეულ 10 კანდიდატს ექნება შესაძლებლობა გაიაროს სტაჟირება შემდეგ საინფორმაციო ვებ პორტალებზე
საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი - მოვლენების ოპერატიულად გაშუქება, ნიუსების დაწერა, მობაილ რეპორტინგი.

** საინფორმაციო პორტალი ambebi.ge - თემის მოძიება, მონაცემების შეგროვება, სტატიის და ვიზუალური მასალის მომზადება.
** საინფორმაციო ვიდეოპორტალი palitravideo.ge - მობაილ რეპორტინგი, კამერასთან მუშაობა, მასალის მონტაჟი, გრაფიკული მასალების მომზადება.
** საინფორმაციო პორტალი allnews.ge - თემის მოძიება, მონაცემების შეგროვება, სტატიის და ვიზუალური მასალის მომზადება.
** ეკონომიკური პორტალი bpn.ge - ბიზნესის და ეკონომიკის მიმართულებით სიახლეების მოძიება, მონაცემების დამუშავება, მასალის მომზადება, საიტის ადმინისტრირება
** ვებგვერდებისთვის - mshoblebi.ge და Shin.ge სტატიების მომზადება.
** ვებგვერდებისთვის - marao.ge, reitingi.ge, bomond.ge სტატიების მომზადება.
** სოციალური ქსელის მენეჯმენტი - სიახლეების გაზიარება და ინფორმაციის გავრცელება.

დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია სტაჟირების გავლა რადიოშიც. სტაჟირება სამთვიანია, გაიცემა სტაჟირების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

დაინტერესებული პირები რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის ასატვირთად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0xa1d6c86000d1d82911e7a816d4e1bcee

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 24 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე