პერსონალური ექიმის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პერსონალური ექიმის ასისტენტი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 3 ოქტ / ბოლო ვადა: 31 ოქტ
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" აცხადებს ვაკანსიას პერსონალური ექიმის ასისტენტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: "იმედი L"-ის პროვაიდერი კლინიკა.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 10:00-14:00.

ძირითადი მოვალეობები:

** ოჯახის ექიმის დახმარება, დაზღვეული პაციენტის გასინჯვა, დანიშნულების მიცემა, სამედიცინო ისტორიის შექმნა;
** პროგრამაში საგარანტიო წერილების, ისტორიების შექმნა;
** პაციენტისთვის ხვა სამედიცინო დახმარების უძრუნველყოფა;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში სტაჟიორების ან მუშაობის გამოცდილება;
** Windows პროგრამების კარგად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ოჯახის ექიმის ასისტენტი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 სექტემბერი, 2017 წელი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" -ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე