კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კოორდინატორი
მომწოდებელი: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 3 ოქტ / ბოლო ვადა: 3 ნოე
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 09:30-17:30, შაბ 10:00-14:00;
ანაზღაურება: 500 ლარი ხელზე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. 1.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ინდივიდუალური რიგის დაცვით შესაბამისი მიმართვის მქონე პაციენტების მიცილება საჭირო კაბინეტამდე;
** მიმართვის არმქონე პაციენტების გადამისამართება რეგისტრატურაში მომსახურების სტანდარტების დაცვით;
** პაციენტის ინფორმირება კლინიკისა და ექიმების სამუშაო გრაფიკის შესახებ;
** საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ექიმის კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ. ასევე, პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული ამბულატორიული სერვისების შესახებ;
** დღის ბოლოს ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** პაციენტების მომსახურება "სერვის პლუსით" განსაზღვრული მომსახურების სტანდარტების დაცვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ს მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** მოწესრიგებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.

დასაქმებას წინ უძღვის 1 თვიანი უხელფასო სტაჟირება. დასაქმდებიან მხოლოდ წარჩინებული სტაჟიორები.

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში კანდიდატის მიერ წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@vivomedical.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შესაბამის კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 3 ნოემბერი, 2017 წ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე