MS Excel-ის გაძლიერებული კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: MS Excel-ის გაძლიერებული კურსი
მომწოდებელი: საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 3 ოქტ / ბოლო ვადა: 21 ოქტ
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი
ტრენინგი - MS Excel - გაძლიერებული კურსი


რატომ უნდა დაესწროთ MS Excel-ის გაძლიერებული ტრენინგს:

კურსი მოიცავს MS Excel-ში ინფორმაციის დამუშავების უახლეს მეთოდებს, რაც მსმენელს ხელს შეუწყობს შეამციროს სამუშაო პროცესში დახარჯული დრო.

მიზნობრივი აუდიტორია / ვისთვისაა გათვლილი ტრენინგი:

** ტრენინგი გათვლილია MS Excel-ის ინტენსიურ მომხმარებელზე, რომელსაც პროგრამაში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს და ამავდროულად სურს განავითაროს პრაქტიკული უნარები.

რას შეისწავლიან მონაწილეები:

** მონაცემების კონტროლი - უჯრებში შესაყვანი ინფორმაციისთვის შეზღუდვების დაწესება
** ინფორმაციის დაცვა და ცვლილებების მონიტორინგი
** კონტროლების დამატება და მართვა
** ფინანსური ფუნქციები
** Solver - რთული, მრავალუცნობიანი პრობლემების გადაჭრა
** Data Table - სხვადასხვა ცვლადებზე ერთგვაროვანი კალკულაციის ერთიანად გაკეთება
** OFFSET ფუნქცია
** INDIRECT ფუნქცია
** ADDRESS ფუნქცია
** Macro Polo-ს გამოყენება - სტანდარტული ოპერაციების ჩაწერა და გაშვება
** მონაცემთა ბაზის ფუნქციები
** გაძლიერებული ფილტრი
** ცხრილებს შორის კავშირის დამყარება
** მონაცემთა ბაზის ტიპის ცხრილის შექმნა და მართვა
** სამომხმარებლო ფორმის აგება და მასზე Macro-ს მიბმა
** პირობითი ფორმატირება - უჯრების ფორმატირება მასში ან სხვა უჯრაში არსებული ინფორმაციის მიხედვით

ტრენინგის უპირატესობები:

პრაქტიკული მაგალითები: სალექციო მასალა აგებულია რეალურ მაგალითებზე. კურსის განმავლობაში იმუშავებთ პრაქტიკულ ქეისებზე, რაც დაგეხმარებათ ათვისებული მასალა მოარგოთ რეალობას.

მომხმარებლის ფორმები: კურსის გავლის შემდეგ შეძლებთ ააგოთ დახვეწილი ფორმები როგორც პირადი გამოყენებისათვის, ასევე MS Excel-ის სხვა მომხმარებლებისათვის.

მონაცემთა ბაზები და სხვა პროგრამებთან კავშირის დამყარება: კურსი მოიცავს MS Excel-ის ცხრილებს შორის კავშირის დამყარებასა და მონაცემთა ბაზების დამუშავების უახლეს მეთოდებს. ასევე გაივლით საკითხებს, რომლებიც დაგეხმარებათ MS Excel-ისა Microsoft-ის სხვა პროგრამებს შორის კავშირის დამყარებაში.

კომპლექსური მაგალითები: ტრენინგში გაივლით მრავალ-პირობიანი ოპტიმიზაციის ამოცანებსა და მათი ამოხსნის მარტივ გზებს.

დამატებითი ინფორმაცია ტრენინგის შესახებ:

** ტრენინგის ჩატარების ადგილი - საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი (ადამ მიცკევიჩის #29)
** ტრენინგის ჩატარების სავარაუდო განრიგი - ტრენინგი გაიმართება სამშაბათს და ხუთშაბათს 19:30-22:00, 14 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე პერიოდში
** ტრენინგის ხანგრძლივობა - 30 საათი
** შეხვედრების რაოდენობა - 10
** სერტიფიკატის გაცემა - საბოლოო გამოცდით
** ტრენერი - ნიკოლოზ ღლონტი
** ტრენინგის ღირებულება - 440 ლარი (თანხის ნახევარი მონაწილეებმა უნდა გადაიხადონ ტრენინგის დაწყებამდე, ხოლო დარჩენილი თანხა მის დასრულებამდე)

ტრენერის შესახებ:

2010 წლიდან მოღვაწეობს ფინანსების განხრით და აქვს სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა ბიზნეს სექტორში - ბანკი, წარმოება, საწვავის დისტრიბუცია, ელექტრონული გადახდები. ასევე აქვს ERP სისტემების დანერგვის სამუშაო გამოცდილება. 2017 წელს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრის სტუდენტებისთვის ჩატარებული აქვს გაძლიერებული MS Excel-ის კურსი. დამთავრებული აქვს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრატურა ბიზნესის ადმინისტრირებაში, აგრეთვე კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატი ბიზნესის ადმინისტრირებაში ფინანსების განხრით.

რეგისტრაცია:

ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 1 ნოემბერი .

ტრენინგზე დასარეგისტრირებლად გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი მეილზე training@bog.edu.ge ან დარეგისტრირდით ბმულზე

საკონტაქტო პირი: ბექა დალაქიშვილი bdalakishvili@bog.edu.ge ტელ: 2 444 864
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე