რეგიონული მენეჯერი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რეგიონული მენეჯერი - თელავი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 3 ოქტ / ბოლო ვადა: 24 ოქტ
"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.
"გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი "გორგია" და "გორგია პრემიუმი".

ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში. ხოლო, 2017 წლიდან წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვა ქალაქებში.

კომპანია "გორგია" აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე, თელავში.

მოვალეობები:

** ფილიალის ბიზნეს პროცესის მართვა
** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მართვა
** მიმდინარე პროცესების მართვა, ანალიზი და დახვეწა
** პროდუქციის რეალიზაციის გაზრდის უზრუნველყოფა და მომავალი სარეალიზაციო გეგმის შედგენა
** თანამშრომლების მართვა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი
** ანგარიშების მომზადება/წარდგენა

მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის და პერსონალის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა

გთხოვთ, 24 ოქტომბრამდე გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hrproject1@gorgia.ge

გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე