IT ცხელი ხაზის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: IT ცხელი ხაზის ოპერატორი
მომწოდებელი: europebet
გამოქვეყნდა: 3 ოქტ / ბოლო ვადა: 3 ნოე
"ევროპაბეთი" 2010 წლის ნოემბრიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ბუკმეიკინგის და ონლაინ თამაშების სფეროში. კომპანიის მიზანს და ძირითად ფასეულობას წარმოადგენს, მისცეს მომხმარებელს ხარისხიანი მომსახურებისა და პროდუქტების ფართო არჩევანი, ხოლო კომპანიის თანამშრომლებისათვის შექმნას კომფორტული და შემოქმედებითი სამუშაო გარემო, რომელიც მიმართულია თანამშრომლის პროფესიულ ზრდისა და განვითარებისკენ.

2015 წლის ივნისიდან "ევროპაბეთი" შეუერთდა "ბეტსონ ჯგუფს" (Betsson Group; დაფუძნებული შვედეთში, სათაო ოფისი განთავსებულია მალტაზე; ოფისები ასევე მდებარეობს სტოკჰოლმში, ტალინში, თბილისში და ლონდონში). "ბეტსონ ჯგუფი" 50 წელზე მეტია ოპერირებს გლობალურ ბაზარზე და წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე.

კომპანია "ევროპაბეთი" აცხადებს ვაკანსიას IT ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე.

შერჩეული კანდიდატი გაივლის 2 კვირიან არაანაზღაურებად ტრენინგს, რომლის მანძილზეც შეისწავლის შიდა სამუშაო პროცესსა და სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამებს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: სრული, არასტანდარტული, 12 საათიანი დღისა და ღამის სამუშაო ცვლები;
დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვება.

ვაკანსიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და განაცხადის გამოსაგზავნად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: http://www.betssongroup.com/job-details/IT-Call-center-operator-1167
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე