პრობლემური აქტივ. მართვის ოფიცრ. ჯგუფის უფროსი - ოზურგეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრობლემური აქტივ. მართვის ოფიცრ. ჯგუფის უფროსი - ოზურგეთი
მომწოდებელი: ფინანსური ბიურო
გამოქვეყნდა: 2 ოქტ / ბოლო ვადა: 2 ნოე
პრობლემური აქტივების მართვის კომპანია "ფინანსური ბიურო", რომელიც თანამშრომლობს მსხვილ საფინანსო ორგანიზაციებთან, აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის ოფიცრების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე.

სამსახურის ადგილმდებარეობა: ოზურგეთი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** ჯგუფის, რომელიც შედგება 10 ოფიცრისგან, მუშაობის დაგეგმვა, მართვა, ორგანიზება და კოორდინირება;
** ჯგუფის მიზნებისა და ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით;
** ჯგუფის მუშაობის წესების შემუშავება და გუნდის მოტივაცია
** ჯგუფის მუშაობის ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი
** ჯგუფში კომუნიკაციის უზრუნველყოფა, მიღწეული შედეგების შესახებ პერსონალისათვის ინფორმაციისა და უკუკავშირის მიწოდება;
** ახალი პერსონალისათვის სამუშაოს გაცნობა, მათთვის ტრენინგის ჩატარება
** დებიტორულ კლიენტებთან მოლაპარაკება;
** ვალის ამოღების შემთხვევების ადმინისტრირება, დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდება;

სამუშაო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკური ან იურიდიული);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება(მსგავსი ტიპის დაწესებულებებში);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** დაინტერესებული კანდიდატისთვის სავალდებულო პირობაა 10 კაციანი ჯგუფის მოყვანა;

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;
** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაციის უნარი.
** ლიდერობის, სწორი დელეგირების, სხვების მოტივირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** დროის მართვის უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** დაძაბულ რეჟიმში დასტრესულ სიტუაციაში მუშაობისუნარი
** აქტიურობა და სისხარტე
** პასუხისმგებლობა
** პუნქტუალურობა

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + მაღალი საბონუსე სისტემა.

გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება და რეგიონი.

დაინტერესების შემთხვევაში CV გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: fbvacancy@fbureau.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე