სოციალური ქსელების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სოციალური ქსელების მენეჯერი
მომწოდებელი: Palitra L
გამოქვეყნდა: 2 ოქტ / ბოლო ვადა: 23 ოქტ
"პალიტრა მედია ჰოლდინგი" -ს წევრი კომპანია "გამომცემლობა პალიტრა L" აცხადებს ვაკანსიას სოციალური ქსელების მენეჯერის პოზიციაზე.

"გამომცემლობა პალიტრა L" დაარსდა 2005 წელს, დღეს კი ქართულ საგამომცემლო სივრცეში ყველაზე დიდ და წარმატებულ გამომცემლობას წარმოადგენს.

გამომცემლობა აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებში; თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან გამომცემლობებსა და სააგენტოებთან, როგორებიცაა: Desney, HarperCollins, Penguin Random House და სხვა. პალიტრა L - მა განახორციელა ისეთი მნიშვნელოვანი, ინოვაციური და მასშტაბური პროექტები, როგორიცაა: "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია", "ლიბერთინსი", "ლურჯი ოკეანე" და სხვა.

"პალიტრა L" წლის განმავლობაში 400-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ჟანრის, ქართველი და უცხოელი ავტორის წიგნს გამოსცემს.

დაინტერესებული პირები, განაცხადის შემოსატანად და რეზიუმეს ასატვირთად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0xa1d6c86000d1d82911e7a74e958e90bd

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 23 ოქტომბერი.
გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე