ტრენერი გაყიდვებში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენერი გაყიდვებში
მომწოდებელი: ოდისეა
გამოქვეყნდა: 2 ოქტ / ბოლო ვადა: 30 ოქტ
მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია "ოდისეა" 2016 წლიდან არის წარმოდგენილი წიგნის ბაზარზე. "ოდისეას" ძირითად საქმიანობას წიგნების და უნიკალური გამოცემების რეალიზება წარმოადგენს. მოკლე დროში კომპანიამ მოახერხა მომსახურების ხარისხით მოეპოვებინა მომხმარებლების ნდობა და კმაყოფილება, რამაც ორგანიზაციას მისცა გაფართოების შესაძლებლობა და შესაბამისად, ვაცხადებთ კონკურსს ტრენერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: არასრული;
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

** ახალი თანამშრომლების პირველადი ტრენინგ კურსის აწყობა და მართვა გაყიდვების მიმართულებით;
** ახალი თანამშრომლების პრაქტიკის პერიოდში მუშაობის პროცესში ჩართულობა, მონიტორინგი, შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ტრენინგების ჩატარების/სწავლების გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** კარგი გადმოცემის უნარი;
** კომუნიკაბელური/თავდაჯერებული;
** პუნქტუალური/მოწესრიგებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@odisea.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტრენერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე