პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამა
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 2 ოქტ / განახლდა: 9 ოქტ / ბოლო ვადა: 30 აპრ
"პროკრედიტ ბანკის" დასაქმების საერთაშორისო პროგრამა - დასაქმების უნიკალური შანსი!

"პროკრედიტ ჯგუფი" პასუხისმგებლიან საბანკო მომსახურებას უწევს მსოფლიოს 14 ქვეყანაში მოქმედ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს. თითოეული ქვეყანის სპეციფიკიდან და განვითარების ეტაპიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ მიდგომებს საჭიროებს. თუმცა, პროკრედიტ ჯგუფის მასშტაბით არსებობს ორი ძირითადი მიდგომა, რომლის გათვალისწინებაც სავალდებულოა მასში შემავალი ყველა ქვეყნისათვის, ესენია: ბანკის ბიზნეს ფილოსოფია და საკადრო პოლიტიკა.

"პროკრედიტ ბანკი საქართველო" საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ვცდილობთ, ჩვენი მიზნობრივი ჯგუფებისთვის "უნივერსალური ტიპის პარტნიორი ბანკი" ვიყოთ და მათ კომპლექსური, გამჭვირვალე და საუკეთესო ხარისხის საბანკო მომსახურება შევთავაზოთ. ამაში კი მნიშვნელოვან როლი ჩვენს კომპეტენტურ და პროფესიონალ კადრებს აკისრიათ . საკადრო პოლიტიკა ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც გულისხმობს პერსპექტიული კანდიდატების შერჩევას და არსებული თანამშრომლების მსგავსად მათ პროფესიულ განვითარებას.

როკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამა, ჩვენთან დასაქმების ერთადერთი საშუალებაა!

პირველად საქართველოს საბანკო სექტორში პროკრედიტ ბანკი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მონაწილეობა დასაქმების საერთაშორისო პროგრამაში და გაიაროთ 6 თვიანი სასწავლო პროგრამა ბულგარეთში!

პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე.
ლოკაცია: ბულგარეთი, ქალაქი სოფია.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ:

** საცხოვრებელს;
** ფრენის ხარჯებს;
** ყოველთვიურ სტიპენდიას.

პროგრამის სრული კურსი მოიცავს:

** ზოგად კურსს საბანკო საქმესა და ფინანსებში;
** მაკროეკონომიკის საფუძვლებს;
** ბანკის საკვანძო განყოფილებებისა და ფილიალების საქმიანობის სპეციფიკის შესწავლას;
** ფინანსური მათემატიკასა და ბუღალტერიას;
** პროექტების წერისა და მართვის ტექნიკის შესწავლას;
** ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ვეძებთ მათ, ვინც არის:

** 22-დან 32 წლამდე;
** მიზანდასახული და ენერგიული;
** გუნდური;
** მობილური: შეუძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუშაობა;
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული;
** სიახლეების და სირთულეების მიმართ ღია.

და ვისაც აქვს:

** უმაღლესი განათლება(ნებისმიერი სპეციალობა/მიმართულება);
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ინგლისური ენის მაღალი დონე;
** პროკრედიტ ბანკში პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სურვილი.

"პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამის" მონაწილეთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კადრების შერჩევის გარკვეული თანმიმდევრული ეტაპების გავლას. თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი კვალიფიკაცია აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ "პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამაში" მონაწილეობა, მიმართეთ ჩვენს ვებ-გვერდს და შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა.

კანდიდატთან დაკავშირება მხოლოდ, სრულყოფილად შევსებული განაცხადის შემთხვევაში მოხდება.

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.procreditbank.ge და http://www.procredit-holding.com

"პროკრედიტ ბანკის" დასაქმების პროგრამისა და საკადრო პოლიტიკის შესახებ დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://hr.procredit-group.com/ge?languagecode=en

ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა იხილეთ აქ: https://cv-uploader.procredit-group.com/Default.aspx?position=56700b3066af2f6c09603162f3754588
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე