ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 29 სექ / ბოლო ვადა: 20 ოქტ
ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ზეთების მიმართულებით სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების კვლევა;
** კომპანიაში არსებული პროდუქტების მუდმივი განვითარების მიზნით ბაზრის შესწავლა, ბაზარზე არსებული ფასების, ბრენდების და პროდუქტების ანალიზი, შესაძლო ტენდენციებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
** ბაზრის კვლევის შედეგებისა და გაყიდვების შიდა სტატისტიკური ანალიზის მიხედვით, კომპანიაში არსებული პროდუქტების განვითარება, საბაზრო სეგმენტების მოთხოვნის შესაბამისად ახალი ბრენდების მოძიება და პროდუქტების ასორტიმენტის გაზრდა;
** ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად;
** ბაზარზე პროდუქტის ცნობადობის და პროდუქტზე მოთხოვნის ზრდის უზრუნველყოფა;
** საფასო პოლიტიკის შემუშავება - თვითღირებულების, კვლევების შედეგების და კონკურენტული ფასების მიხედვით, შემდეგი სატარიფო განაკვეთების დადგენა: საცალო, კორპორატიული, საბითუმო, მინიმალური ფასი, ვერცხლის ბარათი და ოქროს ბარათი;
** კლიენტის მიერ მოთხოვნილი პროდუქციის მოძიება და დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების სტიმულირებისათვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და შემდგომ მისი ეფექტურობის ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** MS Office - პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დარწმუნების უნარი;
** დაგეგმვის უნარი;
** დადგენილი ვადების დაცვით მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფად რეაგირების და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** სწრაფად ათვისების უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tegetamotors.ge 2017 წლის 20 ოქტომბრამდე.

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე