რეზერვაციების აგენტი/სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რეზერვაციების აგენტი/სტაჟიორი
მომწოდებელი: გალერი პალასი
გამოქვეყნდა: 28 სექ / ბოლო ვადა: 31 ოქტ
თბილისის ცენტრში, ინგოროყვას # 5-ში მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "გალერი პალასი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციის აგენტის (სტაჟირება) პოზიციაზე.

სასტუმრო "გალერი პალასი" საზოგადოებას სთავაზობს მაღალი სტანდარტების მომსახურებას კომფორტულ და დახვეწილ გარემოში.

ფუნქციები და მოვალეობები:

** ჯავშნების მიღება როგორც წერილობით, ასევე სატელეფონოდ;
** მაქსიმალური ინფორმაციის ფლობა სასტუმროს შესახებ;
** სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
** ყველა სტუმრის მონაცემების შეყვანა ბაზაში;
** ჯავშნების ყოველდღიურად შემოწმება და ნებისმიერი ცდომილების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება;
** მომდევნო დღეს გამსვლელი სტუმრების სიის გადამოწმება ყოველდღიურად;
** დოკუმენტაციის სწორად და უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა;
** სასტუმროს მომსახურებებისა და ფასების ზედმიწევნითი სიზუსტით ცოდნა და მომხმარებელთა ინფორმირება სწორად და დროულად;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა დეპარტამენტებთან გუნდური მუშაობა და დახმარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** თავაზიანობა;
** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა;
** ლოგიკური აზროვნების უნდარი და კარგი მეტყველება;

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
** თბილ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დამატებითი ბენეფიტები განისაზღვრება კადრის შრომისუნარიანობის მიხედვით;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვაწოდეთ რეზიუმე (პასპორტისთვის გათვალისწინებული 3X4 -ზე ფოტოსურათის დართვით) შემდეგ მისამართზე: hr@gallerypalace.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადები მიიღება 2017 წლის 31 ოქტომბრამდე.

სასტუმრო "გალერი პალასი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე