ტვირთმცლელის მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტვირთმცლელის მძღოლი
მომწოდებელი: ზოდი პლიუსი
გამოქვეყნდა: 27 სექ / ბოლო ვადა: 27 ოქტ
შპს "ზოდი პლიუსი" აცხადებს ტვირთმცლელის მძღოლის ვაკანსიას.

შპს "ზოდი პლიუსი" წარმოადგენს კარების, ლამინირებული იატაკის, კერამიკული ფილებისა და ბუნებრივი ქვების რეალიზატორ ერთ-ერთ მსხვილ და მზარდ გაერთიანებას ქართულ ბაზარზე. კომპანია დაარსდა 2007 წელს. კომპანიის საკუთრებაშია რამდენიმე ფილიალი საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო გრაფიკი:

სამუშაო საათებია: 09:3-18:30 (ზაფხულის მანძილზე, 09:30 საათიდან-19:00 საათამდე)
სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე, 1 დასვენების დღე

ძირითადი მოვალეობები:

** სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა
** სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებით სხვადასხვა ტიპის ტვირთის გადატანა
** საჭიროების შემთხვევაში, ტვირთის დაცლაში მონაწილეობის მიღება

ძირითადი მოთხოვნები:

** პუნქტუალობა;
** აკურატულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ პირებს 2017 წლის 27 ოქტომბერს, 17:00 საათამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.dolidze@zodi.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე