პროგრამული ტესტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროგრამული ტესტერი
მომწოდებელი: Asseco Georgia
გამოქვეყნდა: 27 სექ / განახლდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 27 ოქტ
საერთაშორისო IT კომპანია "Asseco" ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან შემოვიდა "ასსეკო საქართველოს" სახელით და ლიდერი პოზიცია დაიკავა როგორც პროგრამული გადაწყვეტილებების, ისე IT ინფრასტრუქტურის მიმართულებებით საშუალო და დიდი ორგანიზაციებისთვის.

"ასსეკოს" მასშტაბური და კომპლექსური პროექტების განხორციელების უდიდესი გამოცდილება აქვს საფინანსო, განათლების, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციისა და სხვა სფეროებში. "ასსეკოს" მონაწილეობით განხორციელდა აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის სახელმწიფო სერვისების ავტომატიზაცია და ელექტრონული მომსახურების დანერგვა.

"ასსეკო" ამჟამად 30 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ჩვენთან 21 000-ზე მეტი პროფესიონალია დასაქმებული. "ასსეკოსთვის" ძლიერი გუნდის შექმნა არის უმთავრესი მიზანი. ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლის პროფესიულ განვითარებაზე, უზრუნველვყოფთ გრძელვადიან სამუშაო სტაბილურობას, ვფიქრობთ თანამშრომლის ჯანმრთელობასა და პირად კომფორტზე, ვუქმნით კარგ სამუშაო ატმოსფეროსა და გუნდურ გარემოს.

გაიგეთ მეტი თქვენს კარიერაზე "ასსეკოში": https://asseco.com/en/career/

ცხადდება ვაკანსია პროგრამული ტესტერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მონაწილეობა დამკვეთი კომპანიის ბიზნეს მოთხოვნების შესწავლისა და ანალიზის პროცესში, დოკუმენტაციის მომზადება
** დეველოპერებთან მჭირდრო თანამშრომლობა და მათი კითხვების, პრობლემების დამუშავება ხელმძღვანელთან ერთად
** მონაწილეობა პროგრამული გადაწყვეტილებების ფუნქციონალური ტესტირების პროცესში
** დამკვეთი კომპანიის საბოლოო მომხმარებლებისათვის ტრენინგების ჩატარება, სატრენინგო დოკუმენტაციის მომზადება
** პირველადი საწყისი მონაცემების დამუშავება და ბაზაში შეყვანა
** პროგრამული გადაწყვეტილებების რეალური ექსპლუატაციის პერიოდში დამკვეთისთვის მხარდაჭერის გაწევაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ფაკულტეტის III-IV კურსის სტუდენტი
** ქართულ და ინგლისურ ენებზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვერბალურად; რუსული ენის ცოდნა სასურველია
** MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** საინტერესო და ახალი გამოწვევებით აღსავსე სამუშაოს
** კვალიფიცირებულ გუნდთან მუშაობას
** საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას (სხვადასხვა ქვეყნიდან დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად)
** მუდმივ განვითარებას
** შერჩეული ტრენინგების დაფინანსებას
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** სადაზღვევო პაკეტს.

თუ გაქვთ სურვილი, რომ შემოუერთდეთ პროფესიონალთა გუნდს, მიიღოთ დიდი გამოწვევები და იმუშავოთ საინტერესო ტექნოლოგიურ გარემოში, გაეცანით ვაკანსიის დეტალებს და შეავსეთ ელექტრონული მარტივი სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: https://asseco.recruiterbox.com

რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნა არ არის სავალდებულო.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე