სასწრაფო დახმარების ექიმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასწრაფო დახმარების ექიმი
მომწოდებელი: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 27 სექ / ბოლო ვადა: 27 ოქტ
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას სასწრაფო დახმარების ექიმის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. 5.

ძირითადი მოვალეობები:

** შიდა პროტოკოლების, ინსტუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
** პაციენტის მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა;
** მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** პაციენტის სპეციალისტებთან სწორი გადამისამართება;
** პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა სახელმწიფო სერთიფიკატი შინაგანი მედიცინის სპეციალობაში;
** სავალდებულოა სასწრაფო სამედიცინო დახმარების 2 თვიანი კურსის სერთიფიკატი;
** მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება ამ მიმართულებით.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** ენერგიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში კანდიდატის მიერ წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@vivomedical.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შესაბამის კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 27 ოქტომბერი, 2017 წ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე