უმცროსი IT სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უმცროსი IT სპეციალისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 27 სექ / ბოლო ვადა: 27 ოქტ
"ორი ნაბიჯი" პირველი კომპანიაა კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს. 2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, ხოლო აქტიური განვითარება დაიწყო 2011 წლის მეორე ნახევრიდან და დღემდე გრძელდება. ამჟამად, კომპანია ფლობს 99 მაღაზიას თბილისის მასშტაბით. მიმდინარე წელს ჩვენ ვგეგმავთ ქსელის მნიშვნელოვან ზრდას, რაც უკვე ყოველწლიური ტრადიცია გახლავთ "ორ ნაბიჯში".

დინამიური განვითარების პროცესში კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად სწორედ თანამშრომელთა გუნდს განიხილავს, რომლის ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა.

ამჯერად, მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი IT სპეციალისტის თანამდებობაზე.

ფუნქციები:

** კომპანიის სათავო ოფისში, მაღაზიებსა და საწყობში შიდა ქსელის გაყვანა და მონტაჟი;
** საჭიროების შემთხვევაში ქსელი რეკონსტრუქცია;
** კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების, სასწორების, სალაროს ფისკალური აპარატების მონტაჟი და პროგრამულად გამართვა;
** დაზიანებული სალაროს ფისკალური აპარატების სერვის ცენტრში შესაკეთებლად მიტანა ან ადგილზე შეკეთების უზრუნველყოფა;
** სწრაფი გადახდის აპარატების მონტაჟი და გამართვა; აპარატების ყოველდღიური მონიტორინგი ონლაინ რეჟიმში;
** სწრაფი გადახდის აპარატებთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრა როგორც ონლაინ, ასევე სატელეფონო კონსულტაციის და ადგილზე მისვლის გზით;
** განხორციელებული ტრანზაქციის ბანკის ბაზაში არ ასახვის შემთხვევაში, შეფერხების მიზეზის დადგენა, აღმოფხვრა და შესაბამისი მაღაზიის მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლის ინფორმირების მიზნით;
** დაზიანებული აპარატების შეკეთება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით (სავალდებულო);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** OS ოპერაციული სისტემების: Windows XP, Windows 7, Windows 8.1 Vista, Windows Server ცოდნა (სავალდებულო);
** ქსელის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ტექნიკის თანმდევი დოკუმენტაციის წაკითხვის დონეზე (სავალდებულო).

უნარ-შესაძლებლობები და პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოხერხებულობა და სისხარტე;
** გუნდში მუშობის უნარი;
** ორიენტირებულობა ახალი ტენდენციების გაცნობისა და პროფესიულ განვითარებაზე.

სხვა მოთხოვნები:

** არანორმირებულ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა;
** აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** საკუთარი ავტომობილის ფლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე