შეფ-სტიუარდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შეფ-სტიუარდი
მომწოდებელი: სასტუმრო მუზეუმი
გამოქვეყნდა: 27 სექ / ბოლო ვადა: 27 ოქტ
სასტუმრო "მუზეუმი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს შეფ-სტიუარდის თანამდებობაზე:

მოვალეობები:

** მენეჯერის მოვალეობაში შედის ინტენსიურად და ყოველდღიურად ამოწმოს სასტუმროში მისი სამუშაო ტერიტორია (სამზარეულო, მიმდებარე ტერიტორია და ა.შ.), ჩაიბაროს ზედამხედველებისაგან ინფორმაცია მიმდინარე დღის მსვლელობასთან დაკავშირებით;
** მენეჯერი ვალდებულია, აკონტროლოს მისი სამუშაო ტერიტორიის სისუფთავე;
** იგი მუდმივად უნდა ამოწმებდეს პერსონალისა და ზოგადად დეპარტამენტის კუთვნილ აპარატურასა და ინვენტარს;
** მენეჯერმა ყოველკვირეული შემოვლა უნდა აწარმოოს მის სამუშაო ტერიტორიაზე, ტექნიკურ მენეჯერთან ერთად; შემოწმების შემდეგ თვალი უნდა მიადევნოს, თუ როგორ მიმდინარეობს აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორება;
** მენეჯერმა უნდა აწარმოოს მისი ინვენტარის ყოველთვიური ინვენტარიზაცია, მოამზადოს შეკვეთები გენერალურ მენეჯერთან წარსადგენად;
** მენეჯერი სრულად და შეუზღუდავად, აგებს პასუხს სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებზე, აგრეთვე, შესაბამის ინვენტარზე.

პროფესიული და პიროვნული მოთხოვნები:

** პროფესიული გამოცდილება: მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება იმავე პოზიციაზე;
** კომუნიკაბელური, ენერგიული, ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** მოტივირებული, მიზანზე და შედეგზე ორიენტირებული, გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების საუკეთესო უნარ-ჩვევები.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე, სამოტივაციო წერილი და რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, ქართულ ენაზე, ელ-ფოსტაზე: hr@museumhotel.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე