მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: გალერი პალასი
გამოქვეყნდა: 27 სექ / ბოლო ვადა: 31 ოქტ
თბილისის ცენტრში, ინგოროყვას # 5-ში მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "გალერი პალასი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სასტუმრო "გალერი პალასი" საზოგადოებას სთავაზობს მაღალი სტანდარტების მომსახურებას კომფორტულ და დახვეწილ გარემოში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** საშუალო ან პროფესიული განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** თავაზიანობა;
** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
** თბილ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gallerypalace.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადები მიიღება 2017 წლის 31 ოქტომბრამდე.

სასტუმრო "გალერი პალასი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე