პორთფელის მონიტორინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პორთფელის მონიტორინგის მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 27 სექ / განახლდა: 2 ოქტ / ბოლო ვადა: 27 ოქტ
სს "თიბისი ლიზინგი" არის სს "თიბისი ბანკის" მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი ლიდერი სალიზინგო კომპანია. ჩვენი პარტნიორები არიან მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, რომელთა დახმარებითაც კომპანია ლიზინგით აფინანსებს დიდ და საშუალო კომპანიებს სხვადასხვა სექტორებიდან, მათ შორის ჯანდაცვის, სამშენებლო, მომსახურებასა და სატრანსპორტო სფეროში.

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას პორთფელის მონიტორინგის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 700-900 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების და დამუშავების უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** სამუშაოს დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** სისტემატიური კომუნიკაცია კლიენტებთან და ადგილზე ვიზიტი;
** ვადაგადაცილებაში მყოფი კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი ანალიზის გაკეთება;
** ვადაგადაცილების ფაილის დამუშავება;
** აქტივების დასაკუთრება;
** ჩარიცხვების კონტროლი;
** სხვადასხვა შიდა დოკუმენტაციის/აქტების მომზადება;
** კომიტეტისთვის რეპორტის მომზადება/გატანა;
** რეპორტინგის წარმოება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე