სუპერვაიზერი - მზა კვების სექცია - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სუპერვაიზერი - მზა კვების სექცია - ბათუმი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 27 სექ / ბოლო ვადა: 25 ოქტ
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია ბათუმში სუპერვაიზორის პოზიციაზე მზა კვების სექციაში.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთ-ერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი, როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას მზა კვების სექციის სუპერვაიზორის პოზიციაზე ბათუმში.

მოთხოვნები:

** 1 წლიანი გამოცდილება მსგავს სფეროში;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი;
** მზადყოფნა იმუშაოს დატვირთული რეჟიმის პირობებში;

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის მზა პროდუქციის განახლება, მომზადება, განთავსება;
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;
** დახლების რეგულარულად შევსების უზრუნველყოფა;
** სექციაში შემავალი თანამშრომლების მართვა;
** დაფასოებულ პროდუქციაზე საფასო იარლიყების კონტროლი;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** ინგრედიენტების მარაგების კონტროლი.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com არა უგვიანეს 2017 წლის 25 ოქტომბრისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მზა კვების სექციის სუპერვაიზორის პოზიციაზე ბათუმში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე