კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 26 სექ / ბოლო ვადა: 26 ოქტ
"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. გორგიას მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. გორგია ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი გორგია და გორგია პრემიუმი. ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. ხოლო, 2017 წლიდან წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვა ქალაქებში.

ბათუმში, ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით კომპანია "გორგია" იწყებს თანამშრომლების მიღებას და აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოძიება
** არსებულ კლიენტებთან მუშაობა
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება
** კლიენტების მოთხოვნების განსაზღვრა
** წარმატებული გაყიდვის უზრუნველყოფა
** კომპანიებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება
** შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგება უშუალო უფროსთან

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი გაყიდვების მიმართულებით
** სავალდებულოა თურქული ენის ცოდნა
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** გუნდის მართვის უნარი
** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი

გთხოვთ, 26 ოქტომბრამდე გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე office@gorgia.ge

გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე