ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოპერატორი - ბათუმი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 26 სექ / ბოლო ვადა: 26 ოქტ
"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. გორგიას მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. გორგია ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი გორგია და გორგია პრემიუმი. ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. ხოლო, 2017 წლიდან წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვა ქალაქებში.

ბათუმში, ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით კომპანია "გორგია" იწყებს თანამშრომლების მიღებას და აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** წარმოებული ფინანსური ოპერაციების სწორი პროგრამული ასახვა
** პროდუქციის რეალიზაციისას საჭირო საბუთების გამოწერა/გაფორმება
** გაყიდვების და შეკვეთების პროგრამული გაფორმება
** სასაქონლო ზედნადებების გააქტიურება
** რეალიზაციის დროული გატარება სალაროს შემოსავლის ორდერებით
** სასაქონლო ზედნადებებთან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან მუშაობა
** გაყიდული საქონლის სწორად გაცემის კონტროლი
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა, სამუშაოსთან დაკავშირებული დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია 1c პროგრამის ცოდნა

გთხოვთ, 26 ოქტომბრამდე გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე office@gorgia.ge გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე