ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ტელექსი
გამოქვეყნდა: 26 სექ / ბოლო ვადა: 26 ოქტ
კომპანია "ტელექსი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება (სასურველია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ნებისმიერი მიმართულებით)
** სასურველია გაყიდვების ან მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება
** მოტივირებულობა, ენთუზიაზმი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** მოხერხებული სამუშაო გრაფიკი (სამუშაო საათები: 10:00 - 16:00; 16:00 - 22:00, კვირაში 6 დღე, 3 დღე დილის ცვლა, 3 დღე საღამოს ცვლა)
** შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული ხელფასისა და ყოველთვიური საბონუსე სქემით.
** სატელეფონო გაყიდვების სფეროში კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს და მეგობრულ ატმოსფეროს;

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება
** კომპანიის მომსახურების/პროდუქტის გაცნობა, შეთავაზება
** მომხმარებლის საჭიროებების, ინტერესების დადგენა/დაზუსტება
** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა
** მომხმარებელთა ინფორმირება ფასდაკლების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ

მეტი ინფორმაციისათვის:

დაგვიკავშირდით: 215 91 91
გვესტუმრეთ: http://telex.ge/
დაგვიმეგობრდით: http://www.facebook.com/TELex.ge

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@telex.ge და გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

ტელექსი მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე