ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ოდისეა
გამოქვეყნდა: 26 სექ / ბოლო ვადა: 26 ოქტ
მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია "ოდისეა" 2016 წლიდან არის წარმოდგენილი წიგნის ბაზარზე. ოდისეას ძირითად საქმიანობას წიგნების და უნიკალური გამოცემების რეალიზება წარმოადგენს. მოკლე დროში კომპანიამ მოახერხა მომსახურების ხარისხით მოეპოვებინა მომხმარებლების ნდობა და კმაყოფილება, რამაც ორგანიზაციას მისცა გაფართოების შესაძლებლობა და შესაბამისად ვაცხადებთ კონკურსს ახალი თანამშრომლებისთვის.

კომპანია ოდისეა სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს გაყიდვების მენეჯმენტის მიმართულებით პროფესიული და კარიერული განვითარების საუკეთესო შესაძლებლობას, ეფექტური გაყიდვების სრულ სატრენინგო კურსს და გამოცდილი მენეჯერების დახმარებით პროფესიულ განვითარებას.

ვაკანტური პოზიცია: ქოლ-ცენტრის ოპერატორი

ჩვენი უპირატესობები:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი (10:00 სთ - 16:00 სთ / 16:00 სთ - 22:00 სთ);
** თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი;
** გუნდური და სასიამოვნო სამუშაო გარემო;
** პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება;
** ფიქსირებული და საბონუსე ანაზღაურება;

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ზარების მეშვეობით მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მათი ინტერესების დადგენა და შეთავაზებული პროდუქტით დაინტერესება;
** მომხმარებელთა ბაზების კონტროლი, მუდმივი ზრუნვა ორგანიზაციის მიმართ მათი კეთილგანწყობის შენარჩუნებისა და ზრდისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება და/ან სტუდენტი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** თავდაჯერებული;
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური, მოწესრიგებული;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@odisea.ge

სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ქოლ-ცენტრის ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე