ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 25 სექ / განახლდა: 25 სექ / ბოლო ვადა: 25 ოქტ
შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსი ს თანამდებობაზე ქ. თბილისში.

"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Elpozo, Landhoff და სხვა.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

თანამდებობა: ანალიტიკოსი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 800-1200 ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომერციული საქმიანობის პერიოდული რეპორტინგი;
** სხვადასხვა განყოფილების/რეგიონის ეფექტიანობის შეფასების სისტემის შემუშავება/გაუმჯობესება/შენარჩუნება;
** ეფექტური მექანიზმების შემუშავება ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის ოპტიმალური მუშაობისათვის;
** სწრაფი კომერციული კალკულაციების განხორციელება;
** მონაცემთა ბაზების დამუშავება, გასუფთავება და დასკვნების გაკეთება;
** ნაწილობრივ-სტრუქტურული მონაცემების სტრუქტურული ფორმის მიცემა;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსური/ეკონომიკური/მათემატიკური განხრით);
** ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აკურატული და გამართული რეპორტების გაკეთების უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** სხვა ანალიტიკური პროგრამების/ალგორითმების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა
** მოწესრიგებულობა
** ორგანიზებულობა
** მათემატიკური უნარ ჩვევები
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური დროის მენეჯმენტი
** ენერგიულობა და დისციპლინირებულობა
** დატვირთულ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი
** საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება

ელექტრონულ მისამართზე hr@europroduct.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე