პროექტების ჯგუფის ხელმძღანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტების ჯგუფის ხელმძღანელი
მომწოდებელი: ტისუპეიპერი
გამოქვეყნდა: 24 სექ / ბოლო ვადა: 24 ოქტ
ჰიგიენური ქაღალდის მწარმოებელი კომპანია "ტისუპეიპერი" აცხადებს ვაკანსიას პროექტების ჯგუფის ხელმძღანელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტების ეტაპების დაგეგმვა და შესრულების მუდმივი შეფასება;
** საქმიანობების განსაზღვრა და დაგეგმვა;
** პროექტების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
** შეთავაზებების მომზადება;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** პროექტების კატალოგის მომზადება და პრომოუშენის დაგეგმვა მარკეტინგის სამსახურთან ერთად;
** პროექტის მენეჯერებისთვის დავალებების მიცემა და მათი ხელმძღვანელობა;
** ანგარიშგებების წარმოება უშუალო ხელმღვანელთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით;
** ენების ცოდნა (ქართული, ინგლისური; რუსული);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS. Office);
** საკუთარი ავტომობილი;

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები და სარგებელი:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00, შაბათი 10:30-16:00, დასვენების დღე კვირა;
** ანაზღაურება: 1000 ლარი საშემოსავლო გადასახადების გარეშე;
** საწვავით უზრუნველყოფა;
** კორპორატიული ნომერი ულიმიტო პაკეტით;
** ჯანმრთელობის დაზღვევა თანადაფინანსებით;
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ენუქიძის ქ. 7 (აფრიკის დას.)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე ფოტოსურათით წარმოადგინოთ ელ. ფოსტის მისამართზე: e.mtiulishvili@tissuepaper.ge და გთხოვთ რეზიუმეს გამოგზავნის დროს, subject ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე