ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ნოვა ტექნოლოჯი
გამოქვეყნდა: 22 სექ / ბოლო ვადა: 21 ოქტ
სს "ნოვა ტექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დეპარტამენტში ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომერციული საქმიანობის პერიოდული რეპორტინგი;
** სხვადასხვა განყოფილების/რეგიონის ეფექტიანობის შეფასების სისტემის შემუშავება/გაუმჯობესება/შენარჩუნება;
** ეფექტური მექანიზმების შემუშავება ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის ოპტიმალური მუშაობისათვის;
** სწრაფი კომერციული კალკულაციების განხორციელება;
** მონაცემთა ბაზების დამუშავება, გასუფთავება და დასკვნების გაკეთება;
** ნაწილობრივ-სტრუქტურული მონაცემების სტრუქტურული ფორმის მიცემა;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსური/ეკონომიკური/მათემატიკური განხრით);
** ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აკურატული და გამართული რეპორტების გაკეთების უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** SQL-ის ძირითადი ფუნქციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სხვა ანალიტიკური პროგრამების/ალგორითმების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა
** მოწესრიგებულობა
** ორგანიზებულობა
** მათემატიკური უნარ ჩვევები
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური დროის მენეჯმენტი
** ენერგიულობა და დისციპლინირებულობა
** დატვირთულ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი
** საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 21 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@novatech.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ნოვა ტექნოლოჯი"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე