საქმის მწარმოებელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საქმის მწარმოებელი - ქუთაისი
მომწოდებელი: პრობლემური აქტივების მართვის სააგენტო
გამოქვეყნდა: 22 სექ / ბოლო ვადა: 22 ოქტ
პრობლემური აქტივების მართვის სააგენტო აცხადებს ვაკანსიას საქმის მწარმოებლის პოზიციაზე ქუთაისში.

მოვალეობები:

** ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის დამუშავება;
** დებიტორებთან (მსესხებლებთან) ურთიერთობა;
** კრედიტების კონტროლი;
** მსესხებლებთან სატელეფონო ურთიერთობა;
** საჭიროების შემთხვევაში მსესხებლის საცხოვრებელ ადგილზე გასვლა;
** ხელმძღვანელობისთვის ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** მიზანდასახულობა;
** პირველობისკენ სწრაფვა;
** კომუნიკაბელურობა;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია, თუმცა არა სავალდებულო).
** სასურველია უმაღლესი განათლება (იურიდიული ან ეკონომიკური);

ძალოვან სტრუქტურაში ნამუშევარი კანდიდატის რეზიუმეს მიენიჭება პრიორიტეტი.

სამუშაო გრაფიკი: ორშ.- პარ. 10:00 - 18:00; შაბათი: 10:00 - 14:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** ანაზღაურებას მაღალი ბონუსური სისტემით
** ულიმიტოდ ჩართულ მობილური ტელეფონის ნომერს
** ანაზღაურებასთან ერთად სახელფასო დანამატებს სხვადასხვა კატეგორიებში, დაწინაურების პერსპექტივას, წამახალისებელ პროგრამებს
** სისტემატიურ ტრენინგებს და კვალიფიკაციის ამაღლებას
** კომფორტულ, მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: legal@pamagency.ge "subject" ველში (თემა) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე