ნახევრად მზა პროდუქტების მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ნახევრად მზა პროდუქტების მცხობელი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 22 სექ / განახლდა: 22 სექ / ბოლო ვადა: 22 ოქტ
"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Elpozo, Heidi და სხვა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი.

ვაკანსიის დასახელება: ნახევრად მზა პროდუქტების მცხობელი

სამუშაო ადგილი: თბილისი
ადგილების რაოდენობა: 5

სამუშაოს აღწერილობა: გამზადებული ფუნთუშეულის ცომის გამოცხობა და მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა.

სამუშაო საათები: 08:30 – 18:00
ანაზღაურება: 650 ლარი

პიროვნული თვისებები: შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ასაკი: 35 წლამდე
** საცხობ ღუმელთან მუშაობის გამოცდილება (ფუნთუშეულის ცხობა).

გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე: hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე