გაყიდვების დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების დირექტორი
მომწოდებელი: ფუდმასტერი
გამოქვეყნდა: 21 სექ / ბოლო ვადა: 21 ოქტ
შპს "ფუდმასტერი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დირექტორის (დისტრიბუციის მენეჯერი) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** განვითარების გეგმის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი;
** სავაჭრო გუნდის ეფექტური მართვა და კონტროლი
** გაყიდვების სამსახურის გუნდური მუშაობის და კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის სამოტივაციო სისტემის შექმნა;
** მომავალი გაყიდვების პროგნოზირება
** მსხვილ სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობების მოწესრიგება და გაფართოება;
** პარტნიორ რეგიონალურ სადისტრიბუციო კომპანიებთან მუშაობის ორგანიზება;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** დისტრიბუციის გუნდის შექმნა და შეთანხმებულად მუშაობის ორგანიზება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება და კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის, ბიზნესის მიმართულებით);
** სადისტრიბუციო კომპანიაში გაყიდვების დირექტორად (მენეჯერად) მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ქართული და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა: Microsoft Office;
** სავაჭრო ობიექტების სპეციფიკის ცოდნა;
** რეგიონებში სავაჭრო ქსელისა და სპეციფიკაციის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მიზანმიმართულობა, გეგმაზომიერება და შედეგზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი
** მოლაპარაკებების უნარი
** სტრესულ და სწრაფად ცვლად გარემოში მუშაობის უნარი;
**კრეატიულობა და სტრატეგიული აზროვნების უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობისა და ავტომობილის ფლობა;
** ასაკი: 25-დან 35 წლამდე.

ხელფასი განისაზღვრება აპლიკანტის კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე (2000-4000 ლარი).

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: zpachulia@foodmaster.ge და აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე