იმპორტის მენეჯერი, ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იმპორტის მენეჯერი, ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: უნიმედი
გამოქვეყნდა: 21 სექ / ბოლო ვადა: 20 ნოე
საქართველოში ევროპული და ამერიკული ცნობილი ბრენდების წარმომადგენელი კომპანია - შპს "უნიმედი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე თბილისში:

1. ფინანსური მენეჯერი

ფუნქცია/მოვალეობები:

** ორგანიზაციის ფინანსების ადმინისტრირება და მართვა;
** ფინანსური ინფორმაციის შეგროვება, გადამუშავება, ანგარიშგების მომზადება და დირექტორთან წარდგენა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან და საგადასახადო კანონდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი;
** ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადება;
** კომპანიის ფინანსური საქმიანობის პროცედურების შექმნა და დანერგვა;
** კომპანიის ფინანსური რისკების შეფასება და მასზე დროული რეაგირება;
** კომპანიის ბუღალტრული განყოფილების მართვა;
** აქტიურად ითანამშრომლოს დირექტორებთან, უზრუნველყოს ისინი შესაბამისი რჩევებითა და მხარდაჭერით, რათა მიღწეულ იქნას გეგმის ოპტიმალური შესრულება.
** გააკონტროლოს კომპანიის ბანკებთან ურთიერთობა.
** აწარმოოს კომპანიის ფინანსური პროცესებისა და შესაძლებლობების მუდმივი გაუმჯობესება, მართოს და აქტიურად შეაფასოს ფინანსური რისკები.
** წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფს სატენდერო წინადადებების შესაბამისად დოკუმენტაციის შედგენას და ატვირთვას;
** ყოველთვიურად და ყოველკვარტლურად კომპანიის დირექტორს წარუდგინოს სტატისტიკური მონაცემები საქონლის რეალიზაციების შესახებ;
** აწარმოოს სასაქონლო ნაშთების კონტროლი;
** პერიოდულად კომპანიის დირექტორის მიერ დადგენილი წესით აწარმოოს სასაქონლო მარაგების აღწერას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** სერთიფიკატი ფინანსურ/ბუღალტრულ აღრიცხვაში;
** შესაბამის სფეროში მინ. 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** საგადასახადო კოდექსის კარგი ცოდნა;
** კომპიუტერული (MS Office, Word, Excel) პროგრამების კარგად ცოდნა, ბუღალტრული პროგრამების ცოდნა;
** გუნდის ეფექტურად მართვის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა, პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი.
** გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნების უნარი და კრეატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

საგამოცდო პერიოდი: 3 თვე.
საწყისი ანაზღაურება საგამოცდო პერიოდში დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.
საგამოცდო პერიოდის შემდეგ ანაზღაურება ზრდადია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV (ქართულ ენაზე) ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: cv@unimedi.ge 2017 წლის 20 ნოემბრამდე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

2. იმპორტის მენეჯერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო);
** ლოჯისტიკის სფეროში გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (Excel-ის განსაკუთრებით);
** შესყიდვების (ტენდერებში) და გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ანაგრიშების გაკეთების უნარი შესყიდვებსა და გაყიდვებზე;
** ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგად ცოდნა;
** ასაკი: 22-35 წელი.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა, ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: cv@unimedi.ge 2017 წლის 20 ნოემბრამდე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე