რევიზორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რევიზორი
მომწოდებელი: ასპ-ჯორჯია
გამოქვეყნდა: 20 სექ / ბოლო ვადა: 20 ოქტ
"ASP Georgia" - წამყვანი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე 2001 წლიდან, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს: სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობა; სასოფლო, სამშენებლო და სამრეწველო დანიშნულების ტექნიკით ვაჭრობა; კორპორატიული და საცალო კლიენტების მაღალი ხარისხის ავტოპროდუქტებითა და სერვისის ფართო სპექტრით უზრუნველყოფა.

კომპანია "ASP georgia" აცხადებს ვაკანსიას რევიზორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სარეალიზაციო ან/და სასაწყობე სფეროში მუშაობის გამოცდილება
** რევიზიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** პროდუქციის ფაქტობრივი შემოწმებების განხორციელების უნარი
** მათემატიკური აზროვნების უნარი
** MS Excel კომპიუტერული პროგრამის კარგი ცოდნა
** სქესი: მამრობითი
** ავტო სათადარიგო ნაწილების ცნობა (სასურველია)
** მართვის მოწმობა - "ბ" კატეგორია.

ძირითადი მოვალეობები:

** დახმარება გაუწიოს რევიზიის სამსახურის უფროსს კომპანიის სასაწყობე ან/და სარეალიზაციო ობიექტების რევიზიის განხორციელების პროცესში;
** მოახდინოს კომპანიის სასაქონლო მატერიალური მარაგების რაოდენობრივი დათვლა და აღრიცხვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელ.ფოსტის მისამართზე: vacancy.autoindustry@gmail.com არაუგვიანეს 2017 წლის 20 ოქტომბრისა. სავალდებულოა, რომ წერილის სათაურში "subject" მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რევიზორი", რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

გისურვებთ კარიერულ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე