იმპორტის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იმპორტის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 20 სექ / ბოლო ვადა: 20 ოქტ
"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Elpozo, Heidi და სხვა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

თანამდებობა: იმპორტის მენეჯერის ასისტენტი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით

ძირითადი ვალდებულებები:

** უცხოელი პარტნიორების მოძიება და მათთან კონტაქტი
** მიღებული ინფორმაციის ანალიზი და კალკულაცია
** შეკვეთის მიღება/ გაცემა
** მომწოდებლების პროდუქციის ბაზირება
** იმპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემოწმება, ტრანსპორტის მოძიება და კონტროლი
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** საბაჟო პროცედურების უზრუნველყოფა;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება;

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული
** ქართული რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება

გთხოვთ, დაინტერესებულ აპლიკანტებს თქვენი CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე