გორგოლაჭებით მომსახურე პერსონალი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გორგოლაჭებით მომსახურე პერსონალი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 19 სექ / ბოლო ვადა: 29 ოქტ
"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" ("კარფური") მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია გორგოლაჭებით ("როლიკებით") მომსახურე პერსონალის პოზიციაზე.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი" ერთ-ერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი" წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. "მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები" მართავს "კარფურის" ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდლოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი", როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას გორგოლაჭებით (ე.წ. "როლიკებით") მომსახურე პერსონალის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან თავაზიანი ურთიერთობა;
** სავაჭრო დარბაზში მომხმარებლებისთვის დახმარების შეთავაზება;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და შესაბამისი დახმარების გაწევა;
** სავაჭრო დარბაზში მიმდინარე პროცესებისთვის თვალყურის დევნება;
** სამუშაო პროცესში მოლარისგან მიღებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** აუცილებელია გორგოლაჭებით (როლიკებით) სრიალის გამოცდილება;
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** გამართული მეტყველება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოტივირებული და ენერგიული;
** მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი.

ყველა თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება ჯანმრთელობის დაზღვევის საოჯახო პაკეტით.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com არა უგვიანეს 2017 წლის 29 სექტემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გორგოლაჭებით (როლიკებით) მომსახურე პერსონალი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე