მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ლთბ
გამოქვეყნდა: 14 სექ / განახლდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 14 ოქტ
კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე, რომლის მიზანია გაყიდვების მაღალი მაჩვენებლის უზრუნველყოფა.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ფურნიტურის, დამატებითი აქსესუარების და ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას, 13 წლიანი გამოცდილებით საცალო და სადილერო ბაზარზე.

მენეჯერის ძირითადი ფუნქციები:

** ყოველდღიურ საქმიანობაში თანამშრომლების მეთვალყურეობა, კოორდინაცია და მხარდაჭერა;
** ხარისხის სტანდარტების დანერგვა და კლიენტების მაღალი ხარისხით მომსახურების უზრუნველყოფა;
** შემოსული კლიენტებისთვის პროდუქციის გაცნობა და შერჩევაში მხარდაჭერა;
** შეკვეთების მიღება და შესრულების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის განთავსების დაგეგმვა და ორგანიზება;
** ახალი პროდუქტების შესახებ კლიენტების/თანამშრომლების ინფორმირება, კლიენტებისგან წამოსული მოთხოვნების შესწავლა და მენეჯმენტისთვის მიწოდება.
** მარაგების შევსების საჭიროების დადგენა, შესყიდვების კოორდინაცია და შეკვეთების შესრულების კოორდინაცია, საჭიროების შემთხვევაში საკითხის დაყენება ოპერატიული შესყიდვების განხორციელებაზე.
** ჭარბი მარაგების არსებობის შემთხვევაში,სათანადო ზომების მიღება გაყიდვების ზრდის მიზნით;
** პროდუქციის და მასზე ფასმაჩვენებლების არსებობის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი, აქედან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ენის კარგად ცოდნა (სასურველია ინგლისურის ენის ცოდნა)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook, Internet).

უნარ-ჩვევები:

** აქტიური მოსმენა და დასწავლა;
** გამართულად წერით და მეტყველებით გადმოცემის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოება;
** დროის ეფექტური მართვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მაღაზიის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ იქნება განხილული.

გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე