სასერტ. პროგრამა - ჯანდაცვის სამართალი, პოლიტიკა, მენეჯმენტი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასერტ. პროგრამა - ჯანდაცვის სამართალი, პოლიტიკა, მენეჯმენტი
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 15 ოქტ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სასერტიფიკატო პროგრამა "ჯანდაცვის სამართალი, პოლიტიკა და მენეჯმენტი"

"ჯანდაცვის სამართლის, პოლიტიკისა და მენეჯმენტის" სასერტიფიკატო პროგრამა განკუთვნილია იურისტებისთვის, ჯანდაცვის მენეჯერებისთვის, სტუდენტებისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია ჯანდაცვის პოლიტიკით და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირების ასპექტებით; ასევე, მათთვის, ვისაც სურთ გაიღრმაონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები ჯანდაცვის მენეჯმენტში.

სერტიფიკატი: სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ჯანდაცვის პოლიტიკისა და ადმინისტრირების სასერტიფიკატო პროგრამის დამამთავრებელი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები. ასევე, კურსის ბოლოს, უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.

სწავლის ხანგრძლივობა: 9 კვირა. ლექციები გაიმართება სამუშაო დღეებში, კვირაში სამჯერ, 19:00-დან 21:30 საათამდე.
პროგრამის მოცულობა: 62.5 საათი.
სწავლების ენა: ქართული (დამატებითი საკითხავი მასალა იქნება ინგლისურ ენაზე).

მისაღები პროცედურები: სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nina.kiknadze@gmail.com. საბუთების მიღების შემდეგ, 17 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრამდე ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 15 ოქტომბერი;
სწავლის დაწყების თარიღი: 2017 წლის 25 ოქტომბერი;
პროგრამის ღირებულება: 940 ლარი
კორპორატიული ფასდაკლება: სამი ან მეტი თანამშრომელი - მინუს 10%.

სწავლების საგნები:

** უფლება ჯანმრთელობაზე
** პაციენტისა და ექიმის ურთიერთობის სამართლებრივი და ეთიკური საკითხები
** ჯანდაცვის პოლიტიკა
** ჯანდაცვის სამართალი და ბიოეთიკა
** ჯანდაცვითი პროგრამების მართვა და ადმინისტრირება
** ჯანდაცვის სისტემის რეგულირება
** საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მისი კავშირი ადამიანის უფლებებთან
** ჯანდაცვის სფეროში წარმატებული კამპანიები
** ფარმაციის პოლიტიკის საფუძვლები
** საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სიტუაციური ანალიზი
** ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა.

საკონტაქტო პირი: ნინო კიკნაძე, nina.kiknadze@gmail.com
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე