დისტრიბუციის ქსელის აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დისტრიბუციის ქსელის აუდიტორი
მომწოდებელი: მეგაკო
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 1 ოქტ
სადისტრიბუციო კომპანია "მეგაკო" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის ქსელის აუდიტორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი.

მოკლე სამუშაო აღწერილობა:

** დისტრიბუციის ქსელის ფინანსური აუდიტი (ქსელში არსებული კონსიგნაციების პროგრამულად შედარება სავაჭრო ობიექტებთან)
** აღმოჩენილი დავალიანების შემთხვევაში დისტრიბუტორის ვალის აღიარების დოკუმენტის შექმნა
** დისტრიბუტორების ქსელის გადაბარების დასწრება, ფულადი დავალიანებების დადარება დისტრიბუტორსა და სავაჭრო ობიექტს შორის
** პრობლემური ვალების აღმოჩენა და შემდგომში მათი ამოღების კონტროლი, სრული იურიდიული პროცესების დაცვით
** შესაბამის სამსახურს რეპორტის სახით მიაწოდოს ინფორმაცია აღმოჩენილი პრობლემების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის ან ბიზნესის განხრით)
** ანალიტიკური და მათემატიკური აზროვნება
** სავალდებულოა იურიდიულ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია დისტრიბუციის მუშაობის პრინციპის ცნობა
** სასურველია ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა Excel-ის პროგრამას.
** სავალდებულოა საკუთარი ავტომობილი.

ჩვენ უზრუნველვყოფთ:

** საწვავს
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

ანაზღაურება: ხელზე ასაღები საშუალოდ 1,500 ლარი (გამოცდილების და პიროვნული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით).
სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00-მდე. დასვენების დღე: კვირა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულ ფოსტაზე: hr@megako.ge 2017 წლის 1 ოქტომბრამდე გადმოაგზავნოთ შედეგი დოკუმენტაცია:

** რეზიუმე ფოტოსურათით
** განათლების და სასწავლო კურსების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები
** რეკომენდაცია ბოლო სამუშაო ადგილიდან.

წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "დისტრიბუციის ქსელის აუდიტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე