სექტორის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სექტორის მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 10 ოქტ
ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სექტორის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სერვისის მისაღებად შემოსული მომხმარებლის საჭიროების დადგენა;
** სატრანსპორტო საშუალებისთვის ჩასატარებელი საჭირო სამუშაოების იდენტიფიკაცია და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** შეთავაზებულ მომსახურებაზე მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, სერვისის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი;
** რთული ან არასტანდარტული პრობლემის დაფიქსირებისას, ხელოსნის კონსულტირება სწორი მომსახურების გაწევის მიზნით;
** სექტორის პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსულისა და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office - პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდის მართვის შესაძლებლობა;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ინიციატიურობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@tegetamotors.ge 2017 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე