კორპორატიული ბანკირი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული ბანკირი
მომწოდებელი: ხალიკ ბანკი
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 24 სექ
თანდართული ფაილი: 152456-HBG_appl.f.zip
ს/ს "ხალიკ ბანკი საქართველო" (ს/ს "ხალიკ ბანკი ყაზახეთი"-ს შვილობილი ბანკი) აცხადებს კორპორატიული ბანკირის ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
განაკვეთი: სრული

პასუხისმგებლობები:

** კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება, პოტენციური კლიენტების მოძიება/ მოზიდვა და ბანკის **პროდუქტების შეთავაზება-გაყიდვა;
** კორპორატიული კლიენტების საკრედიტო განაცხადების განხილვა, პირველადი ინფორმაციის მოძიება და პროექტის სტრუქტურირება;
** კორპორატიული კლიენტების პორტფელის მართვა და მომსახურება;
** ორგანიზაციული საკითხების მოგვარება
** კორპორაციული გაყიდვების გეგმის შესრულება;
** კორპორატიული კლიენტების ბანკისადმი ლოიალურობის დონის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო/საფინანსო/მენეჯმენტის/ეკონომიკური განხრით);
** გაყიდვების უნარები;
** საბანკო-საფინანსო სექტორში SME ან/და კორპორატიული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** ფინანსური უწყისების წაკითხვის უნარი;
** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა, ბიზნეს კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** ქართული ენის, ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა;
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტური მენეჯმენტი, ორგანიზებულობა;
** გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** პრეზენტაბელურობა, ინიციატივიანობა, აქტიურობა, კრეატიულობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტო სურათით მისამართზე: hr@hbg.ge ან შეავსოთ ბანკის სააპლიკაციო ფორმა და "subject" ველში მიუთითოთ "კორპორატიული ბანკირი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 24 სექტემბერი, 2017 წ.

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე